პოდოლიაკი – რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა – დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინელი ბავშვების ბავშვობა მოიპარა.

„სამი თვის წინ ეზოებში თამაშობდნენ, „იუთუბს“ უყურებდნენ და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. 24 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული – მან მოიპარა მათი ბავშვობა. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ფულს ვიცავთ შვეიცარიის ბანკიდან?! არ გავარტყი ბიძინას და მის ფულსაც? – უგულავა
შემდეგი სტატიასუბარი – ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი – ის არის უბოროტესი დამნაშავე მათ შორის, ვინც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს