ბიძინა ფულს ვიცავთ შვეიცარიის ბანკიდან?! არ გავარტყი ბიძინას და მის ფულსაც? – უგულავა

“ფიცხებიც ვართ, ამოხეთქვებიც გვაქვს და ვაი მას, ვისაც ეს ამოხეთქვა თავს დაატყდება და ეს იქნება ზუსტად ივანიშვილი და ქართული ოცნება, ფულის რეზერვუარად რომ გადააქცია ეს ქვეყანა საკუთარი ფულის. გაამათხოვრა ქვეყანა და ვიცავთ ვიშვიშით, რას ვიცავთ, ბიძინა ფულს ვიცავთ შვეიცარიის ბანკიდან?! არ გავარტყი ბიძინას და მის ფულსაც? რატომ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქემ, რიგითმა, რომელიც გააღარიბეს, რატომ უნდა დაიცვას ვიღაცა ვიგინდარა ბიძინას ფული. წავიდეს თავის ფულიანად და მოშორდეს, რაც უნდა ის გაუკეთებია. როგორ ბედავს ეს ადამიანი ლაპარაკს იმაზე, რომ მე ეხლა ხალხი უნდა გამოვიყვანო თურმე, იმიტომ, რომ შვეიცარიის ბანკმა ფულის გადარიცხვა დამიგვიანა. ჩვენ რა? ქართველ ხალხს ამით რა?” – ამბობს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს – მეუფე იაკობი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა – დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის