პოდოლიაკი – ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას, რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას და ქალების გაუპატიურებას, უკრაინელები აგრძელებენ დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას – დასკვნები გამოიტანეთ

ევროპა აგრძელებს რუსეთის ფედერაციაში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას ნავთობისა და გაზის შეძენით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრიდან მესამე თვე სრულდება. ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას ნავთობისა და გაზის შეძენით. რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას, ქალების გაუპატიურებასა და ქალაქების განადგურებას. უკრაინელები აგრძელებენ ევროპული საზღვრებისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას. დასკვნები გამოიტანეთ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს – წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ახლა ივანიშვილი ამას რომ უყურებს?
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – არ ვიცი, რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე, შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ დრაივი არ გვაქვს