ჭიჭინაძე – ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს – წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ახლა ივანიშვილი ამას რომ უყურებს?

ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს, წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ახლა ივანიშვილი თავისი 10 მილიარდით ამ ყველაფერს რომ უყურებს?, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსური ნაწილია.

„ამიტომაც აქვს ამოიღლიავებული საქართველო მთელი თავის ბიუჯეტით. აბა, პოლიტიკა რომ აინტერესებდეს, პასუხისმგებლობებს არ გაექცეოდა. მისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსური ნაწილია. იმიტომაც წარმოადგენს მას დასავლეთში ზურაბიშვილი და არა კობახიძე-ღარიბაშვილები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრიან თავიანთი რიტორიკით. „ქართულ ოცნებასთან“ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კი, მხოლოდ ქვეყანას დააზარალებს და უკან დახევს, ოპოზიციას კი, საბოლოოდ დამარხავს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორძაია – ვაგზავნი მოთხოვნას აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა გამოხატონ მზაობა, მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარონ
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – ევროპა აგრძელებს მოსკოვში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას, რუსეთი აგრძელებს ბავშვების მოკვლას და ქალების გაუპატიურებას, უკრაინელები აგრძელებენ დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას – დასკვნები გამოიტანეთ