პოდოლიაკი – „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, ამიტომ „მარიუპოლის ციხეები” რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია

ომის ყველა ტყვე და განსაკუთრებით „აზოვსტალის“ დამცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. მაშასადამე, “მარიუპოლის ციხეები” რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს.

ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ“, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ დროს გაწელავს, როგორც აქამდე, ერთი წელი აკეთებდა და სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ხელშესახები შედეგი არ იქნება
შემდეგი სტატია„როიტერი“ – კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ