მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ დროს გაწელავს, როგორც აქამდე, ერთი წელი აკეთებდა და სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ხელშესახები შედეგი არ იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” დროს გაწელავს და ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ დადგება.

ამასთან, მანჯგალაძე განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის სასამართლო რეფორმის ჯგუფში, რომლის მორიგი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, „ქართული ოცნება” სასამართლო კლანის არსებობას არ აღიარებს.

„ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რატომ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. “ქართული ოცნება” კონკრეტულ შემთხვევებში სასამართლო კლანის არსებობას არ აღიარებს და ისე გვთავაზობს ამ საკითხებზე გადაწყვეტებს.

ვთვლით, რომ სასამართლოში მთავარი პრობლემა არის კლანი, რომლის ძალაუფლება კონცენტრირებულია იუსტიციის საბჭოში და თუ იუსტიციის საბჭოში არ მოხდება ამ კლანის გავლენების შემცირება, თავისუფალ და სამართლიან სასამართლოზე საუბარი სწორი არ იქნება. სასამართლოსთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” ერთგვარი სელექცია გააკეთა ამ სამუშაო ჯგუფში. დროს გაწელავს, როგორც აქამდე, ერთი წელი აკეთებდა და სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ხელშესახები შედეგი არ იქნება – ამის მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა, ან ევროპა – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, ამიტომ „მარიუპოლის ციხეები” რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია