ფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი

2ფლორიდის ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა New York Times-მა ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ “პულსში” ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა.

პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი ორლანდოს მცხოვრები არ იყო, მან თავდასხმა წინასწარ დაგეგმა

პოლიციის ოფიცირის განცხადებით, სროლა კლუბში დაიწყო. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ კი ორმხრივი სროლა გარეთ გაგრძელდა. მოგვიანებით მამაკაცი კვლავ კლუბში შევიდა, სადაც მძევლები აიყვანა. ის სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გაუვნებელყვეს.

ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმამდე ორლანდოში 22 წლის ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრიმი მოკლეს. ახლაგაზრდა მუსიკოსი კონცერტის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, როდესაც 26 წლის კევინ ჯეიმს ლოიბლმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა