“ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

nacოქტომბრის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს “ნაციონალური მოძრაობა”. სამცხე-ჯავახეთის შემდეგ ოპოზიციური პარტია საკუთარ წარმომადგენლებს უკვე ქვემო ქართლში ასახელებს.

ქალაქ მარნეულში აზერ სულეიმანოვია წარდგენილი, მარნეულის რაიონში კი “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ წარმომადგენლად აჰმედ იმამყულიევს ასახელებენ. ორივე მათგანი მარნეულის ცენტრში შეკრებილებს დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

“ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატები, რომლებიც არიან საქათველოს პატრიოტები, რომლებიც არიან თავისი რაიონის პატრიოტები და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს კუთხე იყოს საქართველოს ერთ-ერთი დასაყრდენი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას
შემდეგი სტატიაფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი