პირველი არაა, როცა სესიაშვილს თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის”

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ “რესპუბლიკური პარტია” მართალი ყოფილა, როცა მოსმენების შესახებ საკუთარი პროექტი წარმოადგინა, რაც გასაღების სუს-ის გარეთ გატანას და დამცავი მექანიზმის მნიშვნელოვნად განსაზღვრას ეხებოდა. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პარლამენტს მიეცა ვალდებულება, 2017 წლის მარტამდე მიიღოს კანონი, რომელიც სპეცსამსახურს მოქალაქეების მოსმენის ექსკლუზიურ შესაძლებლობას არ დაუტოვებს.

სესიაშვილის განცხადებაზე, რომ ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე პასუხისმგებელი საკონსტიტუციო სასამართლო იქნება, ვფიქრობ, დრო არ უნდა დავკარგო.

„საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუტია და არ შეიძლება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ინსტიტუტზე ასე საუბრობდეს, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი სესიაშვილს თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის. ეს იმას მაგონებს, როცა თოფაძე თავდაცვის მინისტრს უტევდა და ეს ყველაფერი თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის პიროვნულ დაპირისპირებად მოინათლა. საინტერესოა, რატომ არ დაიცვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თქვა, რომ გოგი თოფაძე ტყუოდა?! აინტერესებს თუ არა ეს საკითხი ირაკლი სესიაშვილს და აპირებს თუ არა პოზიციის გამოხატვას გოგი თოფაძის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით?!“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ ტყუილს ადასტურებს
შემდეგი სტატია“Twitter-ში” ლაივ ფუნქციით გაუპატიურება აჩვენეს