დოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ ტყუილს ადასტურებს

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს2012 წლის არჩევნებიდან ძალიან მალე „დიდმა პოლიტიკოსებმა“ ერს „აუხსნეს“ რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა (რომელსაც 2012 წლამდე ფაშისტური რეჟიმად მოიხსენიებდნენ), მთავარი ოპოზიციური პარტია იყო, ცოტა ხანში კი გვითხრეს კოჰაბიტაცია ხალხის დავალებააო და პორტირებულ „ფაშისტური რეჟიმის“ „ცნობილ სახეებს“ სრული კარტბლანში მისცეს. ევროპასაც რომ გააოცებდა ისეთი დემოკრატია უნდა ავაშენოო მთავარმა მეოცნებემ ბრძანა და მაგალითად, სასამართლო რეფორმის „ბოლომდე მიყვანა“ უზენაესი სასამართლოს იმ თავმჯდომარეს დაავალა, რომელსაც კვირაში ერთხელ შვიდივე ბრუნვაში აბრუნებდნენ. ცოტა მოგვიანებით ყველა, ეს იქნებოდა მოსამართლე, პროკურორი თუ სხვა „თვალის ჩინი“ რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადეს, ზოგი დააწინაურეს, ზოგი კი ადგილზე აბუქსავეს.
ოთხი წელია „სანთელ-საკმეველით“ ეძებს „ქართული ოცნება“ „რეჟიმის მამას“ და როგორც იქნა ცოტა ხნის წინ იპოვეს! გაგეცინებათ, მაგრამ ასეა – „რეჟიმის მამა“ როგორც გაირკვა NDI – ი ყოფილა! და ისიც იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციამ არ უღალატა წეს-ჩვეულებას!

მოკლედ და კონკრეტულად: „ოცნებების სასაფალო“ – ასეთი შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ნაწლისგან NDI-ის ახალ კვლევებს. „ოცნება“ კი რისი ოცნებაა არ იოცნებოს და როგორც იტყვიან, თავის პირველ ჩვენებას არ „მიაწვეს“?! „ოცნება“ ამტკიცებს, NDI-ი მიკერძოებულია! ევრიკა ეს რა აღმოაჩინეს!!
ზოგიერთი „მეოცნებე“ „თვალის ჩინი“ აკონკრეტებს და ამბობს, NDI „ნაციონალების“ დაკვეთებს ასრულებს! ევრიკააა, ეს რა აღმოაჩინეს?! თუ „ომია ომი იყოსო“ და „ფეისბუქში“ პირწავარდნილმა „მეოცნებეებმა“ ერთგვარი კამპანია დაიწყეს: ვრცელდება კარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ჟურნალისტი და უცხოპლანეტელი და ჟურნალისტი უცხოპლანეტელს ეკითხება, NDI-ის რესპოდენტები თქვენგან ხომ არ არიანო.
ერთუჯრედიანი ხუმრობა წამში აიტაცა „ელიტამ“! არადა, ვინ ვინდა თავად „მეოცნებეებმა“ კარგად იციან რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც კი, მმართველი გუნდის რეიტინგი NDI-ის მიერ გასაჯაროებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებისგან დიდად არ განსხვავდება (ამის შესახებ „თაიმერი“ უკვე წერდა)! კი გაასავსავეს მავანთ ხელები, არაო, რა დამთხვევა, რის დამთხვევაო, მაგრამ მოხდა „სასწაული“ – „თაიმერს“ „ქართული ოცნებიდან“ ექსკლუზიურად მოაწოდეს მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ NDI-ის და „ოცნების“ შიდა კვლევა თითქმის იდენტურია.

dokumenti
ცხირლით, რომელსაც წარმოგიდგენთ, ნათელი ხდება, რომ „ოცნებას“ ყველაზე ჭაკად საქმე სამეგრელოში აქვს. ზოგადად, სამეგრელო „ოცნებისთვის“ აქლევსის ქუსლია და ეს 2012 წლის 1 ოქტობრის არჩევნებზეც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, არჩევნებამდე და არჩევნების პერიდში, ე.წ. ახალაიების კლანის შესახებ კოშმარებს ყვებოდნენ, იგივე ზუგდიდში „ოცნების“ კანდიდატი დამარცხდა და მაჟორიტარი როლანდ ახალაია გახდა. გავიდა ოთხი წელი და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა რომ მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. სამეგრელო კვლავ „ნაციონალების“ ბასტიონად რჩება და ამას არც რომელიმე უცხოური კვლევითი ორგანიზაციის დაკვირვება, ან „ოცნების“ შიდა კვლევა კი არ სჭირდება, საკმარისია, ნებისმიერი „ოცნებელი“ სამეგრელოში ჩავიდეს, ხალხს შეხვდეს და მისი განწყობა გაიგოს.
თუ სადმე არის კოჰაბიტაცია, ეს სამეგრელოშია!!
სხვათაშორის, NDI-ის კვლევები, როგორც წესი, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინაც გამოქვეყნდა და მაშინაც „ნაცმოძრაობა“ ლიდერობდა. მართალია, კოალიცია მაშინაც ამბობდა, რომ ამ შედეგებს არ ენდობოდა, მაგრამ შიდა წრეებში თავად „მეცონებეები“ ამბობდნენ, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ!! ე.წ. ციხის კადრებმა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს, როგორც იტყვიან, სულზე მოუსწრო და მაშინდელი არჩევნების ბედიც გადაწყვიტა!!
NDI-იმ კვლევა, ბუნებრივია იმ დროსაც გამოაქვყენა, როცა პრემიერი-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო და ამ კვლევაში „ოცნების“ რეიტინგი სადღაც 60 პროცენტამდე იყო, თუმცა მაშინ „მეოცნებეებს“ თავი არ გაუგიჟებიათ, NDI-ი იტყუებაო, 60 პროცენტი სავსებით აკმაყოფილებდათ და იმიტომ. არადა, თავმოყვარე პარტიულ წარმონაქმს, რომელიც 2012 წლის არჩვენბეში გამარჯვების მიუხედავად, წესიერად ჩამოყალიბებული არც იყო, 60%-იანი შედეგი დიდად არ უნდა გახარებოდა! არ დაგვავიწყდეს ფონი უმძიმესი იყო, ამ ფონზე 80%-ზე ნაკლები ახალ ძალას არ უნდა ქონოდა, წესითა და რიგით!
„თაიმერის“ მოპოვებული ინფორმაციით, „ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 33,2% „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 7.9%, „რესპუბლიკური პარტია“ – 7,3%. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცობილი, „ოცნების“ შიდა კვლევაში ერთ პოლიტიკურ სუბიექტად არიან დაჯგუფებულნი „პატრიოტთა ალიანსი“ და „მრეწველთა პარტია“ – 9,6% . ასევე, გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება და „ეროვნული ფორუმი“, რომელთა ერთობლივი რეიტინგი შეადგენს 11-11%. თავისთავად საიტერესოა, თუ რა პრინციპით დააჯგუფა „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსი“ და თოფაძის „მრეწველები“, ასევე, ბურჯანაძე და „ფორუმი“, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულათა 73%.

„თაიმერის“ ინფორმაციით, შიდა კვლევა ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში. რამდენიმე საათის წინ კობახიძემ კატეგორიული უარი განაცხადა წარმოედგინა “ქართული ოცნების” შიდა კვლევების დოკუმეტი. უფრო მეტიც მან “ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგად საგარეჯოს არჩევნები დაასახელა. ქართული ოცნების მოკაშკაშე ვარსკლავს, კობახიძეს არ უნდა ეშლებოდეს, რომ საგარეჯოს ე.წ არჩევნები განმსაზღვრელი არ უნდა იყოს მთლიანი არჩევნებისა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კობახიძე „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებს დეზინფორმაციას უწოდებს, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია და ამის საილუსტრაციოდ „თაიმერი“ ცხრილსაც გთავაზობთ.

dokumenti
ასე გააგრძელეთ, წინ წახვალთ და მალე ჩახვალთ კიდეც…

banner
წინა სტატიაში,,რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტარციას ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდა”
შემდეგი სტატიაპირველი არაა, როცა სესიაშვილს თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის”