პირველ რიგში, გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა – დენის შმიგალი ენტონი ბლინკენს შეხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინის დახმარება – ეს იყო ის მთავარი თემები, რომელიც
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განიხილეს.

ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინას მხარდაჭერა ოთხი მიმართულებით სჭირდება, ესენია: იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდება, დაფინანსება, ევროპული პერსპექტივა და სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ.

“პირველ რიგში, გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან უნდა შევაჩეროთ აგრესორი ჩვენს საზღვრებთან და არ მივცეთ დემოკრატიული ევროპისკენ წასვლის საშუალება. მეორე არის სანქციები – აგრესორზე გავლენის მოხდენის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მესამე არის დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და განვახორციელოთ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური პასუხისმგებლობა. მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რადგან ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, 96%-ს სურს, რომ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა საბჭოთა კავშირის ან რუსეთის იმპერიის”, – თქვა დენის შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღესაც იგეგმება
შემდეგი სტატიაოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი – რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა