მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღესაც იგეგმება

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

ანდრიუშენკოს თქმით, კერძო ავტომობილებს შეუძლია, საევაკუაციო ტრანსპორტს შეუერთდეს, მაგრამ ავტობუსებში ასვლას მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები შეძლებენ.

“დღეს დილის 11:00 საათზე (ადგილობრივად) დაიწყება მარიუპოლის მაცხოვრებლების ევაკუაცია ზაპორიჟჟიაში სავაჭრო ცენტრიდან „პორტ სიტი” კოლონის გასვლა 12:00 საათზეა დაგეგმილი მარშრუტით: მარიუპოლი-მანჰუშ-ბერდიანსკი-ტოკმაკ-ორიხივი-ზაპორიჟია”, – თქვა მან, ​

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 21 600 რუსი სამხედრო მოკლეს
შემდეგი სტატიაპირველ რიგში, გვესაჭიროება იარაღი და საბრძოლო მასალა – დენის შმიგალი ენტონი ბლინკენს შეხვდა