პიროვნული მიუღებლობის გამო ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია – კოტე ჩოკორაია

მმართველი გუნდის მხრიდან პიროვნულ მიუღებლობასა და დამაბრკოლებელი ფაქტორის გზიდან ჩამოცილების მცდელობას უკავშირებენ კონსტიტუციონალისტები, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს.

კონსტიტუციონალისტთა აზრით, ქართული ოცნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილების შემცირების ფორმით ცდილობს.

სფეროს ექსპერტები იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანას ასეთ შემთხვევაში დაემუქრება.

„პიროვნული მიუღებლობის გამო ხდება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამით ცდილობენ, გარკვეული თვალსაზრისით აზრი შეიქმნას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირდეს, პრეზიდენტი არ უნდა იყოს საქართველოში პირდაპირი წესით არჩეული. ასეთი ფორმით თუ გაგრძელდა ურთიერთობა და პოზიციების გამოხატვა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ კონსტიტუციას,“ – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

banner
წინა სტატიაშიNDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს
შემდეგი სტატიამესამე სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს