მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს მესამე სექტორი. მიხეილ ჩინჩალაძის და ოთარ სიჭინავას უვადოდ დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზააციების წარმომადგენლები სასამართლოში ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას უკავშირებენ.

ისინი თვლიან, რომ იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესება, რომლეთა გადაწყვტილებებთან დაკავშირებითაც არა ერთი შეკითხვა არსებობს, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს.

“საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე სრულიად გაუგებარია თუ რატომ იმსახურებს მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დანიშვნას, იქიდან გამომდინარე, რომ მას უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ცოტა საქმე აქვს განხილული. შესაბამისად, მისი კომპეტენტურობის შეფასება იქნებოდა ძალიან რთული. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია საბჭო ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებდეს არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პირადი მოტივებით,“ – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი.

სამოქალაქო სექტორი მოსამართლეთა შერჩევის წესის ბუნდოვანებაზე საუბრობს და ამ თემაზე ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში ითხოვს.

“საბჭოს ძალიან გაუჭირდება ასაბუთოს, რატომ დააბრუნა სისტემაში რიგი კანდიდატები, რომელთა მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში, მათ წარსულ საქმიანობასთან თუ დღევანდელ სტატუსთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

banner
წინა სტატიაშიპიროვნული მიუღებლობის გამო ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია – კოტე ჩოკორაია
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა კახეთში გაგრძელდება