NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენენ.

პრეზენტაციაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ მიგნებებზე ისაუბრებენ.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ქვეშიდან ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაპიროვნული მიუღებლობის გამო ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია – კოტე ჩოკორაია