ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ფეხბურთიდან მიდის

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა – ამის შესახებ ბლატერმა The Wall street journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ფიფაში 40 წელი ვიმუშავე და მისი წარსული დიდებული იყო, ბევრად უკეთესი ვიდრე ჩემი მომავალი,” – განაცხადა ბლატერმა.

ბლატერის გარშემო გამოძიება ფინანსურ მაქინაციებსა და საეჭვო გარიგებების ხელშეწყობით კვლავ მიმდინარეობს. ფიფას ეთიკის კომიტეტმა კი მას ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალა.

ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს, ციურიხში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიქალებზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგინდა
შემდეგი სტატიააფეთქება სტამბოლის “გოგჩენის” სახელობის აეროპორტში – დაშვებულია ორი ადამიანი