პინგვინს ნორვეგიის სამეფო გვარდიის გენერლის წოდება მიანიჭეს

პინგვინს ნორვეგიის სამეფო გვარდიის გენერლის წოდება მიანიჭეს

3პინგვინ ნილს ულაფს, რომელიც შოტლანდიაში, ედინბურგის ზოოპარკში ცხოვრობს, ნორვეგიის სამეფო არმიის გენერლის წოდება მიანიჭეს – 22 აგვისტოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პინგვინის დაწინაურების საზეიმო ცერემონია გუშინ, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. მასში 50 გვარდიელი მონაწილეობდა. ფრინველმა სამხედრო მოსამსახურეების რიგს ჩამოუარა. ახალი წოდების მიღებამდე პინგვინს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
ნორვეგიამ ედინბურგის ზოოპარკს პირველი სამეფო პინგვინი 1913 წელს აჩუქა. 1972 წლიდან ედინბურგის პინგვინები ნორვეგიის თილისმად ითვლება და ყოველ ჯერზე, როცა სამხედროები ზოოპარკში მიდიან, პინგვინებს მორიგ სამხედრო წოდებებს ანიჭებენ.
ნილსები პინგვინებს სამხედრო ნილს ეგელიენის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ტრადიციას. ულაფი კი – ნორვეგიის მეფე ულაფ მეხუთეს გამო ქვია.

ნილს ულაფი უკვე მესამე პინგვინია ნორვეგიის სამხედრო არმიაში. ფრინველების არმიაში მსახურების საშუალო ვადა 15-20 წელია. 2008 წელს ნორვეგიის მეფემ ახლანდელი ულაფი რაინდად აკურთხა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდისგან მადლობის წერილი მიიღო
შემდეგი სტატიათურქეთმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტობუსი წარადგინა (ფოტო)