გიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოხატული თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისგან მადლობის წერილი მიიღო.

„მე გულთან ახლოს მივიტანე თქვენ მიერ გამოგზავნილი მხარდაჭერის დასტური იმ ტრაგიკული ტერაქტის შემდეგ, რომელიც საფრანგეთს მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს დაატყდა თავს ნიცაში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის.

ამ უკიდურესად ძალადობრივი აქტისას ჩვენი ფიქრები უპირველეს ყოვლისა ფრანგ და უცხოელ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული.

კიდევ ერთხელ ამოიღეს მიზანში საფრანგეთის მიერ განსახიერებული ღირებულებები – ადამიანისა და თავისუფლების უფლებები.

არ დავნებდებით იმ ბრძოლაში, რომელსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ვახორციელებთ.

ეს ბრძოლა ხანგრძლივი იქნება იმ იდეების ირგვლივ, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენ დავრჩებით ერთგული 14 ივლისის დაღუპულთა სულებისადმი და ყოველთვის უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ის ფანატიკოსები.

თქვენი მეგობრული გზავნილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატული საერთაშორისო სოლიდარობა, თანაბრად ძვირფასი მხარდაჭერაა, რომელიც აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს, ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს მიზანმიმართულობას“.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გთხოვთ, მიიღოთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია ფრანსუა ოლანდის წერილში.

ფრანსუა ოლანდის წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნაციზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება
შემდეგი სტატიაპინგვინს ნორვეგიის სამეფო გვარდიის გენერლის წოდება მიანიჭეს