ფილიპინების პრეზიდენტმა აშშ-ს ურჩია დაივიწყოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

დღეს ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პირობა დადო, რომ აშშ-სთან სამხედრო კავშირს გაწყვეტს – Reuters-ი ავრცელებს.
დუტერტემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის წინააღმდეგია თავის ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ნაწილები იდგნენ. “მოულოდნელად ველოდები მომენტს, როცა საკუთარ ქვეყანაში არ დავინახავ არც ერთ უხცოურ სამხედრო შენაერთს” – თქვა დუტერტემ.
მან აშშ-ს ასვე ურჩია, დაივიწყოს 2014 წელს დადებული ხელშეკრულება თავდაცვის სფეროში გაფართოებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, აშშ ფილიპინებს ექცევა როგორც “დაბმულ ძაღლს”.

22 ოქტომბერს დუტერტემ განაცხადა, რომ ფილიპინები თავდაცვის სფეროში, სავარაუდოდ, რუსეთთან და ჩინეთთან ითანამშრლობლებს.
20 ოქტომბერს დუტერტემ, ჩინეთში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას “ბოზის შვილი” უწოდა და თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის მოვიდა დრო აშშ-ს დაემშვიდობოს.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის სასწავლო ცენტრთან მოკლულის მამა ახალ დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს