კრწანისის სასწავლო ცენტრთან მოკლულის მამა ახალ დეტალებზე საუბრობს

კრწანისის სასწავლო ცენტრთან მომხდარი ინციდენტისას მოკული გიორგი შენგელიას მამა ინციდენტში გარკვევას დამოუკიდებლად ცდილობს. მან მედიას დღეს ახალი დეტალები გააცნო.

კერძოდ, როგორც რომან შენგელია აცხადებს, ის უკვე ესაუბრა ინციდენტში მონაწილე დანარჩენ ორ პირს და გაარკვია, რომ გუშაგმა ახალგაზრდას დაცული ტერიტორიის გარე პერიმეტრზე ესროლა.

მას ასევე უკვირს, რატომ ეძებს გამოძიება მის მეორე ვაჟს და არ აკავებს ინციდენტში მონაწილე პირებს.

„მე კი მაქვს დეტალები გარკვეული, მაგრამ თავად გაარკვიონ რა მოხდა. ველაპარაკე იმ ბიჭებს, რომლებიც ჩემს შვილთან ერთად იყვნენ. ბავში გარეთ არის მოკული. ზაბორზე გადახტა და 20 მეტრის დაშორებით არის მოკლული. ახლა აცხადებენ, რომ 100 მეტრში ვნახეთ გვამიო. 100–მეტრში კი არა 20–ში იყო და 20 მეტრში ბავშვი ვერ ნახეს სამი საათის განმავლობაში?“,– კითხულობს შენგელია.

რაც შეეხება ახალგაზრდების მოტივს, თუ რატომ ცდილობდნენ ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას, შენგელიას თქმით, ისინი მეგობრის სანახავამ იყვნენ მისულები და ეს პირველი შემთხვევა არაა, ვინაიდან ბაზის ტერიტორია არაა სათანადოდ დაცული.

„იქ გადასვლა–გადმოსვლა თურმე ჩვეულებრივი ამბავია. ბაზა დაცული არაა“,– ამბობს მოკლულის მამა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ანტიტერორისტული ოპერაციის მიზეზი ჩეჩნები გახდნენ
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტმა აშშ-ს ურჩია დაივიწყოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ