პესკოვი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა

ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს რუსეთს, აბსურდია და პერსპექტივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინასთან, რათა დაიცვას თავი დასავლეთისგან.

„შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე? პასუხი ცალსახაა – შეუძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად კოლექტიური დასავლეთის ხელში, რისი დახმარებითაც ისინი აპირებენ, როგორც მათ ჰგონიათ, ზეწოლას მოახდინონ რუსეთზე, შეაკავონ რუსეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ჩვენი უსაფრთხოების შერყევის პროცესი, გამოვრიცხოთ ჩვენს საზღვრებთან, ჩვენს მიმართ აგრესიული მისწრაფებების, ნაციონალისტური ავსების მქონე სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა. როგორ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენს საზღვრებში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც განზრახული აქვს გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ჩვენთვის ყირიმის წასართმევად? აღარაფერს ვამბობ ახალ რეგიონებზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხილვა ჩვენი მონაწილეობის გარეშე არის აბსურდი და უპერსპექტივო“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშისანქტ-პეტერბურგის მცხოვრები “კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის შესახებ პოსტებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაბუჩუკური – კანონის წინაშე ყველა თანასწორია…სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის