სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები “კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის შესახებ პოსტებისთვის დააკავეს

რუსეთის პოლიციამ დააკავა სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი ნიკოლაი კონაშენკო დააკავა, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა პოსტს “კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის შესახებ.

41 წლის კაცი პოსტებში, რომლებიც მოგვიანებით წაიშალა, სვამდა კითხვებს, თუ რატომ აირჩიეს ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი თავდასხმისთვის და რატომ არ მოხდა მსგავსი მოვლენები კრემლში.

რუსული სამთავრობო მედია “ტასი” წერს, რომ კაცი პულკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ცდილობდა დაეტოვებინა სანქტ-პეტერბურგი “და შემდგომში რუსეთის ფედერაცია”.

მედია წერს, რომ “წყდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი”. პოლიცია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა მუხლით შეიძლება აღძრულიყო საქმე.

დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ პეტერბურგის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კონაშენოკი ბოდიშს იხდის პოსტებისთვის.

“ჩემი სიტყვები ფართო აუდიტორიის მიერ იქნა აღქმული, როგორც ტერორიზმის მხარდაჭერა. უღრმეს ბოდიშს ვუხდი ყველას”, – ამბობს კაცი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიული მედია – საქართველო – ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი!
შემდეგი სტატიაპესკოვი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა