ფერაძე: ბოლო დღეებში 25-მდე ღამის კლუბი დავაჯარიმეთ, 300-400 ადამიანი იყო არც ისე დიდ ფართში

ბექა ფერაძე

“ჩვენ ბოლო დღეებში 25-მდე მსგავსი ტიპის ობიექტი დავაჯარიმეთ, ღამის კლუბის, ელექტრონული მუსიკის გამართვისთვის, სადაც დაახლოებით 300-400 ადამიანი იყო ერთ, არც თუ მოცულობით ფართში განთავსებული და ეპიდემიოლოგიურად იყო არასახარბიელო მდგომარეობა”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მართებს თითოეულ მათგანს.

“ძირითადად ეს [დიდი თავშეყრები) კვლავ უკავშირდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის ე.წ ღამის კლუბები, რომელიც განსაკუთრებით დედაქალაქში, ისევე როგორც აჭარის რეგიონში, საკმაოდ აქტიური გახდა. ჩვენ ბოლო დღეებში 25-მდე მსგავსი ტიპის ობიექტი დავაჯარიმეთ, ღამის კლუბის, ელექტრონული მუსიკის გამართვისთვის, სადაც დაახლოებით 300-400 ადამიანი იყო ერთ, არც თუ მოცულობით ფართში განთავსებული და ეპიდემიოლოგიურად იყო არასახარბიელო მდგომარეობა.
ასევე მსხვილი რესტორნები, შედარებით დიდი, აქ ვხვდებით ისეთ დარღვევებს, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, საზოგადოებაში ნებისმიერი სხვა ტიპის დამკვიდრებული ღონისძიება, რომელიც ყოველდღიურად, შენიღბულად თუ ხილულად, მიუხედავად აკრძალვებისა, მაინც ხორციელდება. ეს ეპიდემიოლოგიურად არის მიუღებელი და მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მართებს თითოეულ მათგანს”, – ფერაძე.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპოლონეთმა მკაცრი ლოკდაუნი გააგრძელა
შემდეგი სტატიაკრამონი: თავიდანვე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის ბოიკოტის გამო – ეუთო-ს საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდნენ