კრამონი: თავიდანვე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის ბოიკოტის გამო – ეუთო-ს საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდნენ

“მე თავიდანვე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის ბოიკოტის გამო, რადგან ისინი ეუთო-ს საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდნენ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

კრამონის თქმით, ხალხი ელოდება გამოსავალს.

„გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, ვინც იქნება მზად ჩვენი მხარდაჭერის მისაღებად და გააცნობიერებს, რას ვთავაზობთ, მათ შორის ფინანსურ დახმარებას, კავშირებს, პროექტებს და ა.შ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რა დაბალ დონზე იყო პასუხისმგებლობა მთელი პოლიტიკური სპექტრისგან. მე ვიყავი საქართველოში. ვესაუბრე სხვადახვა პარტიების წარმომადგენლებს. მე იმედგაცრუებული ვიყავი, რამდენად არ ესმით პოლიტიკოსებს ჩვენი, ხალხის უმრავლესობა კი, სულ სხვა რამეს ელოდება. ხალხი ელოდება გამოსავალს, რაც შეიძლება მალე. მე თავიდანვე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციის ბოიკოტის გამო, რადგან ისინი ეუთო-ს საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდნენ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიფერაძე: ბოლო დღეებში 25-მდე ღამის კლუბი დავაჯარიმეთ, 300-400 ადამიანი იყო არც ისე დიდ ფართში
შემდეგი სტატიაForbes: ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ 4.8 მილიარდი დოლარია