პოლონეთმა მკაცრი ლოკდაუნი გააგრძელა

პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი მკაცრი ლოკდაუნი 18 აპრილამდე 9 დღით გააგრძელა – მანამდე შემზღუდველი ზომები 9 აპრილამდე იყო დაგეგმილი – ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნედზელსკიმ განაცხადა – პოლონური მედია ავრცელებს.
“ეს ზომები უსაფრთხოების მიზნით 18 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ” – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მომავალ კვირას აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნა, რომელიც 4 აპრილს იყო, სტატისტიკაზეც უნდა აისახოს.

პოლონეთში კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი დონინირებს, არის ცალკეული ეჭვები ბრაზილიურსა და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებზე.
პოლონეთში საერთო ლოკდაუნი 20 მარტიდან დაიწყო. დაკეტილია სასტუმროები, სავაჭრო ვენტრები (სასურსათო მაღაზიების, აფთიაქისა და პრესის ჯიხურების გარდა), კინოთეატრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, რესტორნები და ბარები. 27 მარტიდან დაიკეტა სილამაზის სალონები, საბავშვო ბაღები, ავეჯის დიდი სავაჭრო ცენტრები.

გასულ კვირას პოლონეთში კორონავირუსით დაავადების რეკორდულად მაღალი 35 000 შემთხვევა დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-ი ნავალნიზე გადაწყვეტილებას სინდისის პატიმრის სტატუსის მოხსნის შესახებ ამოწმებს
შემდეგი სტატიაფერაძე: ბოლო დღეებში 25-მდე ღამის კლუბი დავაჯარიმეთ, 300-400 ადამიანი იყო არც ისე დიდ ფართში