პენტაგონის ცნობით, ოსტინი შოიგუს ესაუბრა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ესაუბრა. ინფორმაციას პენტაგონზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოსტინმა შოიგუს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საუბარი პირველია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

banner
წინა სტატიაშივისაც სწყინს, რომ საქართველო G7-ის სამიტზე არაა, მას სწყინს საქართველოში მშვიდობა – აბაშიძე
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა და ნორვეგიამ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი