ბრიტანეთმა და ნორვეგიამ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ბრიტანეთმა და ნორვეგიამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფინეთსა და შვედეთში გაემგზავრა, რათა ქვეყნებისთვის პოტენციური რუსული საფრთხის წინააღმდეგ მხარდაჭერა აღეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი” ავრცელებს.

,,დაუნინგ სტრიტის” განცხადების თანახმად, ჯონსონი დღეს ლონდონში თავის ნორვეგიელ კოლეგას, იონას გაჰრ შტორეს შეხვდა, სადაც ორივე ლიდერმა ,,ხაზგასმით აღნიშნა, სკანდინავიელი პარტნიორების მიერ, ნებისმიერი სუვერენული არჩევანისადმი სრული მხარდაჭერა მათი უსაფრთხოების გასაძლიერებლად”.

როგორც ,,გარდიანი” იუწყება, შტორემ მედიას განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრისას კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკის, უკრაინას დახმარებისა და ენერგეტიკისა და ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვის საკითხები განიხილეს.

წინა სტატიაშიპენტაგონის ცნობით, ოსტინი შოიგუს ესაუბრა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი