პენტაგონი ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს

პენტაგონი ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს, რომ მისმა ქმედებებმა ბალტიის ზღვის რეგიონში შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსული გამანადგურებელი სუ 27 საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენის დროს ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს 30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და სახიფათო მანევრი შეასრულა.

რუსულმა თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდს ახლო მანძილზე ორი კვირის წინაც გადაუფრინეს.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მსგავსი ინციდენტები შეერთებული შტატების უსაფრთხოების სფეროში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატია,,მოვახერხეთ რუსეთთან სტაბილურობის შექმნა, მაგრამ ამას არ აქვს დიდი პროგრესი პოლიტიკურ განზომილებაში”