დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს.

შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრას “მნიშვნელოვანი” უწოდა, ვინაიდან, მისი განცხადებით, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადგენილი რეიტინგების მიხედვით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერმა სარეიტინგოსააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი პოზიტიური ინდიკატორები გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო შემოტრიალდა. მისი პროგნოზით, მომდევნო თვეებშიც ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდება.

ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მისი ძირითადი ორიენტირები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია
შემდეგი სტატიაპენტაგონი ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს