პენტაგონი – აშშ მუშაობს ფინეთსა და შვედეთთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად.

„თურქეთი ნატო-ს ღირებული მოკავშირეა, ეს არ შეცვლილა. ისინი ჩართულები არიან რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დაწყების მცდელობაში და მათ დახმარება გაუწიეს უკრაინას. ასე რომ, ალიანსში მათ პოზიციაში არაფერი იცვლება“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი “მუშაობს თურქეთის პოზიციის გარკვევაზე.“

„იდეამ, რომ ეს ორი ქვეყანა ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, ფართო მხარდაჭერა მიიღო ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დაკარგა ყველა თავისი პერსპექტივა, როგორც სახელმწიფომ – ზელენსკი
შემდეგი სტატიადიდი ღალატი წალენჯიხაში – „ქოცების“ ყვავური ბუნება და ზოგიერთი ოპოზიციონერის გულგრილობა