დიდი ღალატი წალენჯიხაში – „ქოცების“ ყვავური ბუნება და ზოგიერთი ოპოზიციონერის გულგრილობა

„ოცნება“ თანდათან ყვავს ემსგავსება, იმ ყვავს, რომელიც მზად არის, ყველა და ყველაფერი დაკორტნოს. „ქოცების“ ყვავური ბუნება განსაკუთრებით წალენჯიხაში ჩანს, სადაც მმართველი გუნდის ჩინიანი თუ უჩინო წარმომადგენლები ნებისმიერი უსიამოვნო ფაქტით ისე ხარობენ, გეგნოება, აფხაზეთი დავიბრუნეთო.
გასაგებია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას რაღაც გამორჩა და წალენჯიხისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ რამდენიმე ასეული ლარის განაცხადის საკრებულოსთვის წადრგენა დაგვიანდა, მაგრამ თუ ჭეშმარიტი მამულიშვილი ხარ და მუნიციპალიტეტზეც გული შეგტკივა, ეს წაბორძიკება რატომ უნდა გაგიხარდეს და ამის გამო დავლური რატომ უნდა დაუარო?
თუ უსიამოვნებას ზარ-ზეიმით აღნიშნავ, ესე იგი, გამოდის, რომ რაიონი სულ ცალ წიხლზე გკიდია და მმართველ პარტიაში ყოფნაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გინდა, რომ საკუთარი კეთილდღეობა მოიწყო!
ისე, სოფლის განვითარება რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ვიღაც „ბონძღები“ ხელს მხოლოდ წალენჯიხის მერიისკენ რომ იშვერენ, ის რატომ ავიწყდებათ, რომ არსებობს კომისიები, რომელთა წევრებიც ვალდებულნი არიან, მინიმუმ, თარიღებს მიაქციონ ყურადღება და ყველა სახალხო საქმე დროულად გააკეთონ, მაგრამ ისე ჩანს, რომ მხოლოდ „ოცნებას“ კი არა, ზოგიერთ ოპოზიციონერსაც ხალხი სულ არ ანაღვლებს და თუ რამე გაფუჭდება, ხელს მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირისკენ გაიშვერს, მე რა შუში ვარ, უფროსი ის არისო.
ბატონებო, გასაგებია, რომ „უფროსები“ არ ხართ და გულებიც ამიტომ გისკდებათ, მაგრამ იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ თქვენი გულგრილობა ხალხის და ადგილობრივი მოსახლეობის ღალატია?
დიახ, ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ღალატია და მეტი არაფერი! ამიტომაც, გულზე მჯიღის ცემას და ხელის სხვისკენ გაშვერას, უმჯობესია, გაწყვეტილი შუბლის ძარღვი გაიმთელოთ და „ხელებიც დამიბანიას“ პრონციპს მოეშვათ, თორემ ხალხი თქვენს მოღალატეობას კარგად ხედავს და ადრე თუ გვიან, საკადრის პასუხსაც გაგცემთ!

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – აშშ მუშაობს ფინეთსა და შვედეთთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 10 პირი