,,პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2018 15:36

,,პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა”

მნიშვნელოვანი

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სხვა სტატიები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქის მიერ. როგორც იყო მოსალოდნელი, მეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. ასეთი განმარტება საჭირო გახდა, რადგან ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებიდან გამომდინარე შეკითხვები არსებობდა, რაც განმარტებულ იქნა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამასთან, კითხვაზე – ლეგიტიმურია თუ არა მეუფე შიოს მოსაყდრეობა, მან უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, კი“.

როგორც მეუფე პეტრემ სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ელოდება, რომ სინოდის შეკრებაზე პატრიარქი მეუფე შიოზე განმარტებას გააკეთებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2018 15:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics