მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო დღე მთავრობის ადმინისტრაციაში

მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პრემიერი ადმინისტრაციაში სამოქალაქო შესასვლელით შევიდა.

პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი მთავრობის წევრების დანიშვნას.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.

banner
წინა სტატიაში,,პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა”
შემდეგი სტატიაუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია გამოიკვეთება