პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა იქნება არ მაინტერესებს – ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დღეს, 17 ოქტომბერს კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ის გამოკითხვაზე უკვე მესამედ იმყოფებოდა.

ფურცხვანიძე ისევ ამბობს, რომ ელექტროობა შემოწმებული იყო, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულად ვინ შეამოწმა ის. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ უპასუხა, რომ ეს ყველგან ასეა.

“ყველგან არის ეს წყალში, რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია, იტალიელი სპეციალისტების, მიდით და გადაიღეთ, არ გაინტერესებთ თქვენც?! […] შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას.

მე პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმაია სანდუ – ჩვენი მთავარი შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, იქნება სასამართლო სისტემა თუ სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის მიმართ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა