მაია სანდუ – ჩვენი მთავარი შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, იქნება სასამართლო სისტემა თუ სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის მიმართ

ჩვენი მთავარი შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, იქნება სასამართლო სისტემა თუ სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის მიმართ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვაში ამ რეფორმების მიმართ სრული პოლიტიკური მხარდაჭერაა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ზოგადად, ჩვენს ქვეყნებში დაწესებულებები დიდ კრიზისებს უნდა გაუმკლავდნენ და არის დრამატული სიტუაცია, მაგალითად, მოლდოვის რესპუბლიკაში გვაქვს ენერგოკრიზისი და ამ კუთხით არის დრამატული სიტუაცია, ასევე გადასაწყვეტია სხვა პრობლემები, რომლებიც მოდის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებიდან და რომელიც ამ ომით არის გამოწვეული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზნები, პრიორიტეტები, შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, ეს იქნება სასამართლო სისტემა, სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და მოვალეობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენი ვალდებულება ასევე ევროკავშირისადმი. ახლა დამოკიდებულია იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მოლდოვის რესპუბლიკაში ამ რეფორმების მიმართ სრული პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, ასევე წინააღმდეგობები არსებობს სასამართლო სისტემაში. მაია სანდუს განცხადებით, რეფორმების გზით შეძლებენ სვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ასევე არსებობს წინააღმდეგობა სისტემაში, სასამართლო სისტემაში წინააღმდეგობები, სხვადასხვა ორგანოში, რომელთაც წესით, თავიდან უნდა აიცილონ კორუფცია, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკური მხარდაჭერა და ადამიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უფრო და უფრო ძლიერია, ვიდრე ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მოვახერხებთ, წარმატების მიღწევას და შევძლებთ, მივყვებით ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესების, რეფორმების შესახებ, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში და ვსწავლობთ ჩვენი გამოცდილებებიდან“, – განაცხადა მაია სანდუმ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ცოტა გაოცებული ვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის იმ პუნქტის გარეშე დაეჭირა მხარი, რომელიც პრობლემურია სააკაშვილთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა იქნება არ მაინტერესებს – ფურცხვანიძე