ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე – დაღუპულია ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. დაღუპულები ეცერიდან, ძმები არიან.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტისგან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორია – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიადღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ