შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაძალადევზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი (1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ.) ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ. – ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ. – ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ. – ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა გ.მ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,” – ნათქვამია განცხადებაში.