ირაკლი კობახიძე – ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

ირაკლი კობახიძე – ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით – კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად