პაშინიანმა ლავროვის განცხადებაზე სომხეთის ბიოლაბორატორიაზე კომენტარი გააკეთა

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ პაშინიანმა 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. კარასინმა თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ სომხეთის ახალი ხელმძღვანელობას ეყოფა სიმამაცე, რომ აშშ-ს ზეწოლასა და შანტაჟზე უარი თქვას. პაშინიანმა აღნიშნა, რომ მან არ იცის კარასინმა რა იგულისხმა და აუცილებლად გამოითხოვს რუსი პარტნიორებისგან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზეა საუბარი. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან სომხეთის ბიოლაბორატორიებში უცხოური სამხედროების ყოფნა გამორიცხა. “უკანასკნელი დღეების მანძილზე რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მიერ ფართო განხილვის საგანი იყო რაღაც ხელშეკრულება. მსგავსი ხელშეკრულება ადრე სომხეთის ხელისუფლებასთან განიხილებოდა, მაგრამ არა ჩვენს მინისტრთა კაბინეტთან” – განაცხადა პაშინიანმა და დაამატა, რომ ლავროვს აუცილებლად კითხავს რა იგულისხმა თავის გამოსვლაში. რაც შეეხება ამერიკული იარაღის ყიდვას, პაშინიანმა აღნიშნა, რომ ასეთი შეთავაზებით აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი გამოვიდა, მაგრამ სომხეთს ამ ეტაპზე ამის საშუალება არა აქვს – თქვა ნიკოლ პაშინიანმა – წერს სომხური მედია.

ადრე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარე მომენტში მოსკოვი და ერევანი ამზადებენ დოკუმენტს, რომელიც სომხეთის ლაბორატორიებში უცხოური სამხედროების დაუშვებლობის გარანტია იქნება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის წლიურ ანგარიშს წარადგენს
შემდეგი სტატიათურქეთში ტერორიზმის პროპაგანდისთვის 2,7 ათასი ადამიანი დააკავეს