თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდისთვის 2,7 ათასი ადამიანი დააკავეს

თურქეთში სოციალურ ქსელებში ტერორიზმის პროპაგანდისთვის 2 754 ადამიანი დააკავეს – აზერბაიჯანული “ტრენდი” თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდებით დაკავებები დაიწყო 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთთა მუშათა პარტიის მომხრეები. ადრე, ასევე, გავრცელდა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის თურქეთში 1934 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიპაშინიანმა ლავროვის განცხადებაზე სომხეთის ბიოლაბორატორიაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიათბილისში გამთენიისას “სილქნეტის” ოფისი გაქურდეს