პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში

პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმება ხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ხათუნა სამნიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროპული საქართველოს” პოზიცია და როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ოპოზიციური ძალებისაც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში ვართ არის, რომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმება ხდება. ესაა ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემა, რომლის ნაწილი არის პროპორციული, უბარიერო სისტემა, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტიკური პატიმრები. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტში ყველანი შევალთ. ამ შეთანხმების გარეშე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“,- აღნიშნა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხავს ერთჯერადად პარლამენტში შესვლას
შემდეგი სტატიასვანეთის უბანში გაზი აფეთქდა