პარიზში ტერაქტების მომზადების ბრალდებით ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2016 02:01

პარიზში ტერაქტების მომზადების ბრალდებით ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს

პარიზში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს – ფრანგული არხი TF 1 ავრცელებს.
საფრანგეთის დედაქალაქის სენა-სენ-დენის დეპარტამენტში სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს, მათ შორის, ორი თურქული წამოშობის ფრანგია. მესამე ფიგურანტიც საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ უკვე მოექცა მისი რადიკალური ცხოვრების წესის გამო. 2014 წელს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 2015 წლის ოქტომბერში გაანთავისუფლეს.
შს სამინისტროს შიდა უსაფრთხოების განყოფილების მონაცემებით, დაკავებულები საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათი საცხოვრებელი ფართის ჩხრეკისას პატრონები და ავტომატები ამოიღეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2016 02:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics