ობამამ პუტინს სავჩენკოს განთავისუფლებისკენ მოუწოდა

ობამამ პუტინს სავჩენკოს განთავისუფლებისკენ მოუწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო დიალოგში მას მოუწოდა ნადეჟდა სავჩენკო გაანთავისუფლოს – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც რუსეთში აშშ-ს საელჩოს პრეს-მდივანმა უილლ სტივენსმა განაცხადა, “პრეზიდენტმა ობამამ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს დაკავებული მფრინავის და პარლამენტარის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რაც, მისი აზრით, მინსკის ხელშეკრულების დარღვევაა”.

ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენის გამოქვეყნება 21 და 22 მარტს იქნება. პროკურორმა ბრალდებისთვის 23 წელი მოითხოვა ჯარიმასთან ერთად. თვითონ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ტერაქტების მომზადების ბრალდებით ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიარეიტინგით ტიმოშენკო პოროშენკოს უსწრებს