პარიზში არეულობები დაიწყო (live)

პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა – Associated Press-ი წერს. პოლიციამ კონტროლის აღსადგენად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ისინი სხვა დემონსტრანტებს, რმლებიც ყვითელ ჟილეტებში იყვნენ ჩაცმული, და რომელთაც, პროფკავშირების დროშები ეკავათ, დასცინოდნენ – გამოცემა წერს.

მანამდე საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარიზის დემონსტრაციას, შესაძლებელია, რადიკალური აქტივისტები შეუერთდნენ. სულ 7400 პოლიციელია გამოყვანილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=mwCdf_VkvsU

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი”
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის წინ პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს