მთავრობის ადმინისტრაციის წინ პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფკავშირები უსაფრთხო და ღირსეულ შრომას მოითხოვენ და პრემიერს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სოციალურ კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

გაერთიანებული პროფკავშირების აქციას საკრებულოდან მსვლელობით შეუერთდა პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთა.

პროფკავშირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შრომის ინსპექციის გაძლიერება. პროფესიული კავშრების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ინსპექციას უპირობოდ უნდა შეეძლოს ყველა ობიექტის შემოწმება.

banner
წინა სტატიაშიპარიზში არეულობები დაიწყო (live)
შემდეგი სტატია“ვიკილიქსის” დამფუძნებელს 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა