პარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება

პარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება. ის სათამაშოებს, შემდეგ ინტერნეტით ყიდდა. სათამაშოები, ძირითადად, პარიზის მაღაზიებში იყო მოპარული.
ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა ინტერნეტში შენიშნა მოპარული სათამაშოები და პოლიციას მიმართა. პოლიციამ პიროვნების დადგენის შემდეგ ქალის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ოთახში 40 ათასი ევრო და ათასამდე სათამაშო იპოვეს. უმეტესი მათგანი ორიგინალურ შეფუთვაში იყო. როგორც საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, ქალის თქმით, ის მოწყენის გამო იპარავდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში(video) ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატია“შეეშვით ხალხის დაშინებას, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში”- გიორგი ვაშაძე ივანიშვილის მიმართვას გამოეხმაურა