“შეეშვით ხალხის დაშინებას, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში”- გიორგი ვაშაძე ივანიშვილის მიმართვას გამოეხმაურა

“ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის საგანგებო მიმართვას, სადაც ის ოპოზიციის რევანშისტულ მიზნებზე საუბრობს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა. მისი თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები ისევ ტყუილ დაპირებებს ავრცელებენ და საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. ვაშაძის განცხადებით, სწორედ გაერთიანებული ოპოზიციაა იმის გარანტია, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის. რაც ყველაზე მთავარია, შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ. ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ. ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარიზში 72 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი ათასობით სათამაშოს მოპარვაში ედება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : „ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება