პარიზი გააგრძელებს კიევის დახმარებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

“პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი მზადყოფნა, აქტიურად იმუშაოს მეორე ვადის განმავლობაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შენარჩუნებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და მარიუპოლში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „გაგრძელდება ფრანგი ექსპერტების მისია, რომლებიც ხელს უწყობს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას“.

banner
წინა სტატიაშიმოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება – დეგნანი
შემდეგი სტატიაბუჩაში, ტყეში, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს (ვიდეო)