ბუჩაში, ტყეში, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს (ვიდეო)

ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც 3 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ინფორმაციას კიევის რეგიონის პოლიცია ავრცელებს.

ცნობილია, რომ საფლავი სოფელ მიროცკეს სიახლოვეს, ტყეში იპოვეს. გარდაცვლილებს ხელები შეკრული ჰქონდათ, მათ სახეებზე კი ნაჭერი იყო შემოხვეული. ცხედრებს წამების კვალი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნატყვიარები აღენიშნებოდა.

პოლიციის ცნობით, ისინი რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით თხრილში ჩაყარეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზი გააგრძელებს კიევის დახმარებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში – მაკრონი
შემდეგი სტატიაჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ – მოვუწოდებთ, რომ ყურადღებით და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს – დეგნანი