პარიზის ტერაქტის კიდევ ერთი სიმბოლო…

პარიზის ტერაქტის კიდევ ერთი სიმბოლო...პარიზში, გასულ ოთხშაბათს მომხდარი ტერაქტის დროს განხორციელებული პოლიციელის მკვლელობა, რომელიც ტერორისტმა ძმებმა ქუჩაში ჯერ დაჭრეს და შემდეგ თავში გასროლით გამოასალმეს სიცოცხლეს, კამერით იქნა დაფიქსირებული და ეს სულისშემძვრელი კადრები მთელმა მსოფლომ ნახა. ტერორისტებმა პოლიციელს, დანახვისთანავე გაუხსნეს ცეცხლი და როცა ის დაჭრილი წაიქცა, ყვირილით ,,შენ ჩვენი მოკვლა გინდოდა არა?,, გაიქცნენ მისკენ… მან ხელები აწია და მოასწრო ეთქვა ,,არა, პრობლემა არაა შეფ!,, (,,შეფ,, მიმართვას, ძირითადად ჩრდილოაფრიკიდან ჩასული მიგრანტები იყენებენ საფრანგეთში, უცნობისადმი პატივისცემის აღსანიშნავად) მიუხედავად ამისა, ასე ხელაწეულს, თავში ესროლა ტერორისტმა.
მოკლული 42 წლის პოლიციელი, ალჟირული ფესვების მქონე, დაბადებიდან მუსლიმი აჰმედ მერაბეტი გახლდათ. ის, მას შემდეგ რაც სწავლა დაამთავრა, სააღსრულებლო პოლიციაში მუშაობდა, ბოლო 8 წელი კი, საფრანგეთის პოლიციაში, პარიზის მე-11-ე რაიონის განყოფილებაში მსახურობდა. მას ოჯახში მეუღლე, დედა, სამი და და ორი ძმა დარჩა.
მერაბეტის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია და გულისტკივილი გამოხატეს სოციალურ ქსელში ფრანგებმა, მას ,,ჩვენი სიცოცხლისათვის შეწირულის,, და ,,რესპუბლიკის დამცველის,, ეპითეტებით ამკობენ და პარიზის ტერაქტის სიმბოლოსაც უწოდებენ. სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში,, კი, სლოგანმა ,, Je Suis Ahmed,, პოპულარობით ,,Je Suis Charle,,ს გაუსწრო.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ორივე ანტიტეროსრისტული ოპერაცია დასრულდა
შემდეგი სტატია,,სტოკჰოლმის სინდრომის,, ქართული რეალობა